პროდუქცია თბილისშია. მიტანა ყიდვიდან 1 დღეში. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.

BUYERS-ის შოურუმი ძველ თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ცნობილი არქიტექტორის, გაბრიელ ტერ-მიკელოვის პროექტის მიხედვით 1911 წელს აგებული შენობა იტალიური რენესანსის სტილშია გადაწყვეტილი.


სახლი თავდაპირველად ადგილობრივ ვაჭრებს, ძმებ მელოვებს ეკუთვნოდათ. სხვა და სხვა დროს კი ქიქოძის 11-ში ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე და ფილიპე მახარაძეც ცხოვრობდნენ.



ამჟამად ისტორიული ნაგებობა საცხოვრებელი სახლის ფუნქციას ასრულებს, მესამე სართულზე კი BUYERS-ის შოურუმია განთავსებული.




პროდუქცია თბილისშია. მიტანა ყიდვიდან 1 დღეში. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.