close
close
close
არნიკას მასაჟის ზეთი

Weleda

არნიკას მასაჟის ზეთი

20.67 ₾
size guide
კალათაში დამატება
პროდუქტის კოდი: 52927918

სპეციფიკაცია

პროდუქტის აღწერა

არნიკას ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამკვრივებს და აძლიერებს კანის სტრუქტურას. ზოგადი გამაჯანსაღებელი მასაჟი სტიმულს მატებს მამოძრავებელ ფუნქციას, ამსუბუქებს დაღლილობით და კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილს.

მასაჟისტები და სპორტსმენები არნიკას ზეთს პროფესიონალი სპორტსმენების ზეთს უწოდებენ და კანის ფუნქციების გაძლიერებისა და კუნთების მოვლისთვის იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. ფიზიკურ დატვირთვამდე არნიკას ზეთის მასაჟი კრუნჩხვის თავიდან აცილებას უწყობს ხელს და ამაღლებს ფიზიკურ პოტენციალს. ვარჯიშის შემდეგ კი განტვირთავს დაძაბულ სხეულს და ამსუბუქებს კუნთების უსიამოვნო ტკივილს.

არნიკას ზეთი გამოიყენება მამოძრავებელი ფუნქციის სარეაბილიტაციოდ ტრავმის, პარეზისა და დამბლის შემდეგ. მანუალური თერაპიის პროცედურებისათვის: სპონდილოგენური რადიკულიტის, ართრიტების, ართროზებისა და ოსტეოქონდროზების სამკურნალოდ.

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი, არნიკას ყვავილისა და არყის ხის ფოთლის ექსტრაქტები.

არნიკა ცნობილი სამკურნალო მცენარეა, რომელიც 150-ზე მეტ ინგრედიენტს შეიცავს. მათ შორის ფლავონიდებს, კაროტინოიდებსა და ეთერზეთებს. მცირე რაოდენობით შემავალი სილიციუმის მჟავა ორგანიზმის გამოჯანმრთელების ბუნებრივ უნარს ააქტიურებს და დადებითად მოქმედებს ადამიანის შემაერთებელ ქსოვილსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე.

Weleda არნიკას იმ პროდუქტებში იყენებს, რომელებიც ღრძობის, მყესების დაჭიმვისა და დაჟეჟილობების შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლისა და ფორმირების დარღვეულ პროცესებს აწესრიგებს და კანის სტრუქტურის ჩამოყალიბებას ეხმარება.

Weleda-ს სხეულის მოსავლელი პროდუქტები არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს, სინთეზურ არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. კანთან შეთავსებადობა შემოწმებულია დერმატოლოგიურად.

Weleda

არნიკას მასაჟის ზეთი

პროდუქცია თბილისშია. მიტანა ყიდვიდან 1 დღეში. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.