close
close
close
არყის ხის ცელულიტის ზეთი

Weleda

არყის ხის ცელულიტის ზეთი

54.60 ₾
size guide
კალათაში დამატება
პროდუქტის კოდი: 52927922

სპეციფიკაცია

პროდუქტის აღწერა

ერთი თვე საკმარისია რომ იგრძნოთ, დაინახოთ და გაზომოთ შედეგი - მკვრივი, გლუვი და ელასტიკური კანი.

Weleda-ს ცელულიტის საწინააღმდეგო პროგრამა სხეულის შინაგანი და გარეგანი მოსავლელი პროდუქტებისაგან შედგება. არყის ხის ფოთლების წვენი, ზეთი, პილინგ-გელი და ხის მასაჟორი ვარჯიშთან და დაბალანსებულ კვებასთან ერთად აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და გარეგნულ იერს.

არყის ხის ფოთლები ფლავონიდების და C ვიტამინის საშუალებით ორგანიზმის შლაკებიდან გაწმენდას, ცხიმების წვას და ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივ პროცესს უწყობს ხელს. არყის ხის ფოთლებს ადამიანი საუკუნეების მანძილზე ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და სამკურნალოდ იყენებდა. ჩრდილოელი და სლავური ტომები არყის ხის წვენს მაღალი სიცხისა და კუჭის ტკივილების დროს სვავდნენ, კანის დაავადებებისა და ჭრილობებს არყის ხის წყლიანი ნაყენით მკურნალობდნენ. გერმანელები კოსმეტიკურ საშუალებებს და გამაჯანსაღებელ სასმელს ამზადებდნენ. ჩრდილოეთ ევროპასა და რუსეთში არყის ხის ფოთლების წვენს წონის დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად სვავდნენ.

არყის ხის ნედლი ფოთლების, როზმარინისა და თაგვისარას ექსტრაქტები სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს. გარგარის თესლის გამაცოცხლებელი ზეთი, ტენის შემნახავი ჟოჟობას ზეთი და ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ჩანასახის ზეთი კანის რეგენერაციის პროცესს ასტიმულირებს. ბუნებრივი ეთერზეთები აძლიერებს ზეთის დამჭიმავ ეფექტს და სიმკვრივესა და მოქნილებას მატებს კანს. 

გამოყენების წესი: ოპტიმალური შედეგის მისაღწევად პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი წრიული მოძრაობებით დღეში ორჯერ შეიზილეთ კანში. უმჯობესია გამოიყენოთ Weleda-ს ხის რბილი მასაჟორი. სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად ზეთი ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე წაისვით.

შემადგენლობა: გარგარის თესლის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი, არყის ხის ფოთლის, თაგვისარას ფესურისა და როზმარინის ფოთლის ექსტრაქტები.

დერმატოლოგიური ტესტები არყის ხის ზეთის ეფექტურობას ადასტურებს. 28-დღიანი გამოყენების შემდეგ პარამეტრები საგრძნობლად უმჯობესდება: კანის სიგლუვე  +21%, კანის ელასტიკურობა +20%, კანის დაჭიმულობა +35%. დერმატოლოგიური ტესტების შედეგები მიღებულია სამი კვირის განმავლობაში ზეთისა და არყის ხის ელექსირის გამოყენებისას. 


Weleda

არყის ხის ცელულიტის ზეთი

პროდუქცია თბილისშია. მიტანა ყიდვიდან 1 დღეში. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.